Friday, October 5, 2012

dzaan magaria da albat imedia tqvenc mogewonebat naxet

http://www.youtube.com/watch?v=b6y14zEDBx4&feature=g-upl

Thursday, September 20, 2012

სექტემბერს სიქა-ს ორგანიზებით რუსთვის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო დებატი თემაზე "არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა იყოს?". საჯარო დებატებში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართისა და შიდა ქართლის გუნდებმა, დებატებს ესწრ
ებოდნენ ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები, საგანმანათლებლო დებატების ექსპერტები, ადგილობრივი მედია. "ძალიან იშვიათია შემთხვევა, რომ დღეს ჩვენს საზოგადოებაში იკრიბებოდეს ვინმე და მსჯელობდეს არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულებაზე, არჩევნების ორგანიზების ფორმებზე და სხვა მსგავს თემებზე, დღევანდელი დებატები გვარწმუნებს იმაში, რომ აქტიური მოქალაქეების თაობა იზრდება" - განაცხადა შეხვედრის დასასრულს საგანმანათლებლო დებატების ექსპერტმა ქ-მა ნინო ბერიშვილმა.
სიქაში კლუბი იწყება 17-25 წლამდე სტუდენტ-ახალგაზრდებისათვის.
დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ბმულში         http://www.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fdocs.google.com%2Fspreadsheet%2Fviewform%3Fformkey%3DdDlYMHEyUE5FUUpSRmgwb1JvX19aT1E6MQ&h=2AQG_fn1uAQEWhNNn2__DHaQP4ExpP2noZKGUth54MMyjAw&enc=AZPoGV8uSJIEPxyb2IPME9JxnqpYFMzTMMnP3Yu2kxR7iaNygj1rc5DFZnP5OXA-Aw56saXXH_rvD2X7m1E09421იკაციო ფორმა იხილეთ ბმულში.
დებატების პროგრამა VII-XI კლასის მოსწავლეთათვის
https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dDVnVkR2bi1uT0pXWHNFRmhEWk9jSHc6MQ
კლუბი "უნარები პროფესიული წარმატებისთვის"- სტუდენტ-ახალგაზრდებისთვის.
https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dDlYMHEyUE5FUUpSRmgwb1JvX19aT1E6MQ
გამოვლინდნენ სიქა-ს მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსის გამარჯვებულნი. კონკურსის პირობების თანახმად გამარჯვებული გამოვლინდებოდა 2012 წლის ივლისი-15 სექტემბრის პერიოდში ბლოგზე დადებული ახალი პოსტების რაოდენობის მიხედვით.
კონკურსში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა 6 ბლოგი:

1. მარიამ სიგუა - http://marimariamo16.wordpress.com/- 5 პოსტი
2. ომარ ომაროვი - http://flygir.wordpress.com/ - 11 პოსტი
3. რუსთავის №10 სკოლის სამოქალაქო კლუბი - http://me10skola.wordpress.com/ - 4 პოსტი
4. რუსთავის №18 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი - http://www.bastioni.blogspot.com/ - 1 პოსტი
5. ზურა ბაშელეიშვილი - http://bazaleti2012.blogspot.com/ - 21 პოსტი
6. რუსთავის №15 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი - http://aqtiurimoqalaqe.wordpress.com/ - 0 პოსტი
ნომინაციაში :
„ ყველაზე აქტიური სამოქალაქო კლუბის ბლოგი“ გაიმარჯვა რუსთავის #10 სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბმა და მას გადაეცემა 16 გბ გარე მეხსიერება .
„აქტიური ბლოგი“ გაიმარჯვა ზურა ბაშელეიშვილმა და მას პრიზად გადაეცემა ყურსასმენი.

ვულოცავთ გამარჯვებულებს ამ წარმატებას!
‎"სამოქალაქო განთლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში PH International აგრძელებს სოც.მედიის ტრენინგებს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პარტნიორი სკოლის მოსწავლეებს, რომლებსაც მანამდე არ გაუვლიათ მსგავსი ტრენინგები. სასურველია (მაგრამ არ არის აუცილებელი) რომ ტრენინგში მონაწილეობა არ მიიღონ მე-12 კლასელებმა. (ვინაიდან მე-12 კლასელები როგორც წესი დაკავებულები არიან და ჩვენს აქტივობებში ნაკლებად ერთვებიან). 
ასევე ტრენინგზე, ტრენერის ასისტენტის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი რამოდენიმე გამოცდილი ადგილობრივი ბლოგერი (მაგალითად ის ბავშვები, რომლებმაც წინა წელს გაიარეს მსგავსი ტრენინგი და გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს).
ქვემო ქართლის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგები ჩატარდება რუსთავში, სიქა-ს ოფისში: 
1-2დეკემბერი (ქართული ჯგუფი); 
8-9 დეკემბერს (ეროვნული უმცირესო
ბების ჯგუფი);
ტრენინგები 2 დღიანი, 11:00-17:00 სთ, (მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება).
სოც.მედიის ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ელ.ფოსტაზე civic.siqa@gmail.com. ასევე ველით ტრენერის ასისტენტობის მსურველების გამოხმაურებას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 სექტემბრის 18:00 სთ.

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!